STRESSVET არის საკვები დანამატი ძაღლებისა და კატებისთვის, რომელიც აღმოფხვრის ნერვულ დაძაბულობას და ხელს უწყობს ცხოველის დაწყნარებას ნატურალური გზით. პრეპარატი არ აძინებს და არ თენთავს ცხოველს. პრეპარატს არ გააჩნია უკუჩვენებები და არ იწვევს დამოკიდებულებას, შესაბამისად უსაფრთხოა გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში. STRESSVET ეხმარება თქვენს შინაურ ცხოველს სიმშვიდის შენარჩუნებაში სტრესულ გარემოში ყოფნისას. პროდუქტი შეიცავს ამინომჟავა ტრიფტოფანს და სიფრთხილით შერჩეულ მცენარეებს, რომლებსაც დადებითი ზეგავლენა აქვთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ტრიფტოფანი არის ამინომჟავა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში ხდება სეროტონინის სინთეზი. სეროტონინის დახმარებით ორგანიზმში იკლებს როგორც სტრესის დონე,ასევე აგრესიული ქცევა.
მცენარეებს რომლებიც შედიან Stressvet-ის შემადგენლობაში (Valeriana officinalis, Leonurus cardiac, Melissa officinalis, Ocimum basilicum, Thymus vulgaris) აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი სხეულზე.
ანალიტიკური შემადგენლობა
ნედლი ბოჭკო – 27,96%, ნედლი მინერალები – 4,15%, ნედლი ცილა 4,9%, ნედლი ცხიმი – 0,35%, მაგნიუმი – 1,1%.
შემადგენლობა
Valierana officinalis 100.000 mg, Leonurus cardiac 43.000 mg, Melissa officinalis 21.500 mg, Ocimum basilicum 14.500 mg, Thymus vulgaris 7.150 mg, magnesium oxide 1.500 mg, ლუდის საფუარი, დაფხვნილი ცელულოზა.
დანამატები (კგ)
კვებითი : ვიტამინი B12/ციანოკობალამინი 1,5 მგ.
ამინომჟავები: L- ტრიპტოფანი 3c440 43.000 მგ
გამოყენების ინსტრუქცია
სტრესის შემთხვევაში ( მაგ.: ვეტერინართან ვიზიტი, მოგზაურობა , ამინდისგან გამოწვეული შიში, ფესტივალები/ფოერვერკები…) მიეცით ძაღლებს და კატებს 1 აბი ყოველ 10 კილოგრამ სხეულის წონაზე დღეში. დოზირების გაზრდა შესაძლოა 2 აბამდე 10 კილოგრამ სხეულის წონაზე კონკრეტულად მაღალი სტრესის მოლოდინის დღეს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.