REPROVERT MALE – მწარმოებელი ხვადებისათვის

Status: In Stock

საკვები დანამატი ძაღლებისა და კატებისთვის – ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შემადგენლობით რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად ხვად ძაღლებსა და კატებში

Reprovet male  აუმჯობესებს სპერმის ხარისხს მისი რაოდენობის გაზრდის, სპერმატოზოიდების რაოდენობის გაზრდის და მათში ჯანსაღი სპერმატოზოიდების რაოდენობის მომატების ხარჯზე. Reprovet male  ამცირებს ჩამოუყალიბებელი და პათოლოგიური სპერმატოზოიდების რაოდენობას რის შედეგადაც ამაღლებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დონეს.

L-carnitine გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ენერგიულობასა და ელასტიურობაზე. ელემენტი ხდის მათ უფრო მოქნილებს, სწრაფებს და გამძლეებს, რაც ზრდის განაყოფიერების შანსებს.

98.00

Buy Now
SKU:D005

Vitamin E, omega 3 fatty acids იცავენ სპერმატოზოიდებს გარეგანი ფაქტორებისაგან გამოწვეული სტრესისგან, ამცირებენ თავისუფალი რადიკალებისაგან გამოწვეულ ზიანს და ზრდიან ნაყოფიერების დონეს ხვად ცხოველებში.

Vitamin C იცავს სპერმას აგლუტინაციისაგან ( შედედებისგან), რაც თავისთავად დადებით გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე.

Vitamin D გავლენას ახდენს სპერმის ბირთვის სწორ განვითარებაზე და ხვადის ლიბიდოს გაძლიერებაზე.

მინერალები REPROVET male – ში მონაწილეობენ სპერმის გამომუშავებაში და ცხოველის სქესობრივად დამწიფებაში.

თუთია ჩართულია სპერმის გამომუშავებასა და მომწიფებაში. მინერალი უშუალო გავლენას ახდენს ლეიდიგის უჯრედებზე. თუთიის დეფიციტი ორგანიზმში ამცირებს ტესტოსტერონის დონეს და არაპირდაპირად ამცირებს როგორც სპერმის რაოდენობას, ასევე მის ნაყოფიერებას.

სელენი არის რამდენიმე ფერმენტის ნაწილი, რომლიც პირდაპირ გავლენას ახდენს  სპერმატოგენეზის სწორედ წარმართვაში. ამ მიკროელემენტის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სპერმის კუდის ფორმირება და მომწიფებაა.

უახლესი კვლევის თანახმად, იოდი არის რეპროდუქციის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის მაღალი დოზების ჩართულობით ძაღლებსა და კატებში იზრდება სპერმის მოცულობა და სპერმატოზოიდების მობილურობა. იოდი ასევე პირდაპირ გავლენას ახდენს ხვადის ლიბიდოს გაუმჯობესებაზე.

 

ანალიტიკური შემადგენლობა

ნედლი ბოჭკო 24.5%, მინერალები 16.6%, ნედლი ცილა 4.4%, ნედლი ზეთი და ცხიმი 1,4%

შემადგენლობა

ლუდის საფუარი, ცელულოზის ფხვნილი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, L-კარნიტინი 3a910 300.000 mg/kg, ხმელი წყალმცენარეები- Schizochytrium limacinum (ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები) 3.000 mg/kg

დანამატები (კგ)

კვებითი :
ვიტამინები:  A 3a672a 500.000 IU, D3 3a671 40,000 IU, E 3a700 (alfa tocoferil acetate) 6,000 mg, C 800 mg, B2 400 mg,K3 100 mg, , folic acid 150mg, B1 200 mg,B6 150 mg, B12 40 mcg.

მიკროელემენტები : თუთია (თუთიის სულფატი მონოჰიდრატი) E6 1.500 მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი მონოჰიდრატი) E5 1.200 მგ, რკინა (რკინა II სულფატი, მონოჰიდრატი) E1 800 მგ, თუთია (ამინომჟავების ჰიდრატის თუთიის ჩელატი) E6 700 მგ, რკინა (ამინომჟავების რკერატი) ჰიდრატი) E1 500 მგ, სპილენძი (ამინომჟავების სპილენძის ჩელატი) E4 200 მგ,, იოდი (კალციუმის იოდი, უწყლო) E2 50 მგ, სელენი (სელენომეთიონინი) 3b813 15 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი) E8 10 მგ.

რეგულარული, რეკომენდირებული დღიური დოზა
1 აბი 10კგ სხეულის წონაზე

გაძლიერებული თერაპიის რეკომენდირებული დღიური დოზა
2 აბი 10კგ სხეულის წონაზე

გამოყენების რეკომენდაცია:

Reprovet male გამოიყენება ხვადებში სპერმის ხარისხის დაქვეითების დროს
Reprovet male გამოიყენება ხშირად დართვად ხვადებში
Reprovet male ზრდის სპერმის რაოდენობას და მასში პროცენტულად ზრდის ჯანსაღ ელემენტებს. პროდუქტმა შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს განაყოფიერების შანსზე.

Reprovet male შესამჩნევი ცვლილებები თვალსაჩინო ხდება პროდუქტის გამოყენების მე-7 მე-8 კვირიდან.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „REPROVERT MALE – მწარმოებელი ხვადებისათვის“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to Top

Search For Products

Product has been added to your cart