ძალიან ნაზი შამპუნი ჩაის ხის და ანდირობას ზეთებით ასუფთავებს კანს და ამშვიდებს მის გაღიზიანებას. შამპუნი ხელს უწყობს რწყილების ნაკბენის, ქერტლის ან სხვა დერმატოლოგიური პრობლემისგან გამოწვეული ქავილის, გაფითრებული კანისა და ცხელი ლაქების შეხორცებას. ის აუმჯობესებს ბეწვს და კანს, აძლევს ბეწვს პრიალა იერს. შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ბეწვის მქონე ძაღლზე. სპეციალურად რეკომენდირებულია ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ძაღლებისთვის. ასევე კანის დაავადებების დროს და ტრიმინგის შემდგომ.
რეკომენდაცია:
შამპუნი იდეალურია ჯიშებისათვის; მოპსი | ბულდოგი| დობერმანი | პინჩერი | შარ პეი | ფრანგული ბულდოგი და ყველა ძაღლისათვის მოკლე ბეწვით ან მგრძნობიარე კანით.
გამოყენების წესი:
კარგად დაასველეთ ძაღლი და წაუსვით გაზავებული შამპუნი (გაზავების დოზა1:5). ნაზად შეაზილეთ თავიდან კუდამდე და დატოვეთ გაქაფული 3 წუთის მანძილზე ამის შემდეგ კი კარგად ჩამობანეთ. შამპუნის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ ბეწვის შესაფერისი კონდიციონერი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.