კბილის პასტა – თეთრი თიხით და ვერცხლის ნაწილაკებით

მარაგი: საწყობში

TAURO PRO LINE PURE NATURE TOOTHPASTE WITH WHITE CLAY (KAOLIN), ZEOLITE AND SILVER NANOPARTICLES ანტიბაქტერიული კბილის პასტა თეთრი თიხით (კაოლინი) და ვერცხლის ნანონაწილაკებით იცავს და აბალანსებს თქვენი შინაური ცხოველის პირის ღრუს ჯანმრთელობას. 100 მლ.

შინაური ცხოველების პირის ღრუსა და კბილების მოვლისთვის

კბილის პასტა ხელს უწყობს პირის ღრუს და კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებას როგორც ძაღლებში, ასევე კატებში. საჭიროა მისი რეგულარული გამოყენება. კბილის პასტა, მასში შემავალი ინგრედიენტებით, ფაქიზად ასუფთავებს კბილებს და ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.

31.00

შეძენა
SKU:TPLPN63381

თეთრი თიხა

კბილის პასტის შემადგენლობაში შემავალი თეთრი თიხა (კაოლინი) ასუფთავებს კბილებსა და ღრძილებს, ათეთრებს კბილებს და იცავს ნადების დაგროვებისგან. კაოლინი არის სავსებით ბუნებრივი და ეფექტური კბილების გამწმენდი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა გამოსაყენებლად.

გამდიდრებულია ვერცხლის ნანონაწილაკებით

ვერცხლის ნანონაწილაკებს აქვთ ანტიბაქტერიული თვისებები, ეფექტურად აშორებენ ბაქტერიებს და ხელს უშლიან მათ გამრავლებას, ამით იცავენ კბილებს ნადებისა და ქვების დაგროვებისგან. ამდენად, უზრუნველყოფენ  თქვენი შინაური ცხოველის პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას.

ამცირებს ცუდ სუნს

კბილის პასტას შეუძლია შეამციროს ან აღმოფხვრას ცუდი სუნი პირის ღრუდან.

გამოყენების წესი 

პირველი გახეხვისას, მცირეოდენი  კბილის პასტა წაისვით თითზე და ნება მიეცით თქვენს ძაღლს ან კატას, გასინჯოს ის… ნაზად აწიეთ ძაღლის ან კატის ტუჩები და წაუსვით პასტა ღრძილებსა და კბილებზე. როდესაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი მიეჩვევა ამ პროცედურას, გადმოიტანეთ მცირეოდენი პასტა კბილის ჯაგრისზე და გაიმეორეთ ზემოაღნიშნული. მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენს ძაღლს ან კატას შეუქმნათ დადებითი დამოკიდებულება კბილების გახეხვის მიმართ. გაუხეხეთ კბილები ყოველდღიურად საუკეთესო შედეგის მისაღებად.

გაფრთხილება: ნუ მიაკარებთ ბავშვებს, შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შინაური ცხოველებისთვის პროდუქტის მიღება უსაფრთხოა. შეინახეთ პროდუქტი თავისივე კონტეინერში 5-25 °C ტემპერატურაზე.

დამზადებულია ევროკავშირში.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კბილის პასტა – თეთრი თიხით და ვერცხლის ნაწილაკებით“
Review now to get coupon!

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to Top

პრუდიქციის ძებნა

პროდუქტი დაემატა კალათში