NATURE’S PROTECTION-ი არის უმაღლესი ხარისხის სუპერ პრემიუმ – ჰოლისტიკური, მშრალი და სველი საკვები კატებისა და ძაღლებისთვის. მისი წარმოება ხორციელდება ევროპაში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ლიტვურ საწარმოში, რომელიც ჩვენი საკუთრებაა. 

მუშაობის პროცესში, NATURE’S PROTECTION-ის ჯგუფი მუდმივად აწყდება რთულ პრობლემებს და ეძიებს მათი გადაჭრის გზებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე კვების სფეროს განვითარება და გაუმჯობესება, რომელიც ორიენტირებულია ეფექტურობაზე და წამყვანი მომშენებლების  შეფასებაზე. საუკეთესო დიეტოლოგები და ცნობილი ვეტერინარები გვეხმარებიან, შევუქმნათ შინაური ცხოველებს უკეთესი სამყარო, ვცდილობთ მოვახდინოთ მათი ოცნებების რეალიზება.

NATURE’S PROTECTION SUPERIOR CARE წარმოადგენს სუპერ პრემიუმ – ჰოლისტიკური კლასის სპეციალურ ფუნქციონალურ სრულ მშრალ საკვებს სპეციალური საჭიროების მქონე ძაღლებისა და კატებისათვის.

ჩვენი პროდუქციის წარმოებაში ვიყენებთ მეტად ძვირადღირებულ და ხარისხიან დანამატებს. 

MicroZeoGen

NATURE’S PROTECTION SUPERIOR CARE გამდიდრებულია უნიკალური ინგრედიენტით, როგორიცაა MicroZeoGen-ი _ ინოვაციური ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი ინგრედიენტი. ამ ბუნებრივ მინერალს აქვს ღირებული თვისებები, რომლის წყალობითაც თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა გარანტირებულია.

MicroZeoGen მინერალი გამოირჩევა მრავალი დადებითი თვისებით. ამ უნიკალური ინგრედიენტის ეფექტურობა დადასტურებულია მრავალწლიანი კვლევების შედეგებით. MicroZeoGe-ი ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

· შინაური ცხოველის ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, მძიმე მეტალები და ამიაკი;

· აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას;

· აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ცხოვრება ბედნიერად გაგრძელდება და არ დაიჩრდილება ჯანმრთელობის პრობლემებით!

NATURE’S PROTECTION SUPERIOR CARE-ს ასორტიმენტში შედის სერტიფიცირებული ორაგულის ზეთით გამდიდრებული პროდუქტები. თევზის ზეთის ჩვენი მომწოდებელი ირჩევს ორაგულს მხოლოდ სერტიფიცირებული თევზის ფერმებიდან, იძლევა გარანტიას წარმოების მაღალ ხარისხზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

ორაგულის ზეთი არის ომეგა -3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყარო, რომელიც

· აუმჯობესებს ბეწვის და კანის მდგომარეობას, ასევე ეხმარება ორგანიზმს კანის ალერგიული რეაქციების დროს;

· ხელს უწყობს ჭარბი წონის ცხოველების წონის კლებას;

· ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი თევზის ზეთი უზრუნველყოფს მოზარდი ლეკვის სწორად განვითარებას და ასტიმულირებს ტვინის აქტივობის განვითარებას, რაც თქვენი შინაური ცხოველის სწავლებას აადვილებს.

ხორბლისგან თავისუფალი რეცეპტი 

საკვების შემადგენლობა არ შეიცავს ხორბალს, ამიტომ ეს საკვები შესაფერისია შინაური ცხოველებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქცია ხორბალზე და ხორბლის გლუტენზე. 

ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ

საკვები მზადდება  100%-ით ბუნებრივი, შერჩეული, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, რომლებიც თქვენს შინაურ ცხოველს საჭირო რაოდენობის საკვებით უზრუნველყოფს.

რძის პროდუქტების გარეშე

საკვები არ შეიცავს რძეს და რძის პროდუქტებს, ამიტომ იგი შესაფერისია შინაური ცხოველებისთვის, რომლებიც ლაქტოზას ვერ იტანენ.

ჩვენი პროდუქცია არ მზადდება გენმოდიფიცირებული ინგრედიენტებით! 

ჩვენი პროდუქცია დღესდღობით წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქვეყანაში და სარგებლობს დიდი პოპულარობით. ვამაყობთ, რომ შევძელით შეგვექმნა განუმეორებელი საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის! 

Back to Top

პრუდიქციის ძებნა

პროდუქტი დაემატა კალათში