მერას ხარისხი! – ეს ფრაზა, რამდენიმე ათწლეულია, შეფასების უმაღლეს კრიტერიუმად იქცა შინაური ცხოველების კვების სფეროში.
მერას ხარისხი! – ასე მოიხსენიებენ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ვეტერინარიის დოქტორი დიეტოლოგები თუ პროფესიონალი მომშენებლები მათ მიერ მოწონებულ, ჩვენი კონკურენტებისგან წარმოებულ სუპერ პრემიუმ საკვებსაც.
მერას ხარისხი! – ეს ფრაზა უკვე ბევრს ნიშნავს ჩვენთვის!
1949 წლიდან ჩვენ ვზრუნავთ, გამოვკვებოთ ჩვენი ძაღლები და კატები ისე, რომ ეს კვება იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც. ძალიან კარგად ვიაზრებთ, რომ სწორი და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მერას წარმოება უნდა ხორციელდებოდეს ექსკლუზიურად მხოლოდ გერმანიაში, მხოლოდ ჩვენს ქარხანაში, მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით! ნედლი პროდუქცია უნდა იყოს მოპოვებული მხოლოდ გერმანიის ფერმერების მიერ და მხოლოდ გერმანელი დიეტოლოგები უნდა ადგენდნენ მერას კვების რეცეპტს! ამით ვამართლებთ ხარისხს – წარმოებულია გერმანიაში!
ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც მოვიშინაურეთ!
MERA ყოველწლიურად აწარმოებს 60 ათას ტონაზე მეტ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ძაღლებისა და კატებისთვის. ჩვენ ევროპულ ბაზარზე ძაღლების გამომცხვარი პროდუქტების ტოპ 3 მწარმოებელთა რიგში ვართ.
საექსპორტოდ გაგვაქვს 40-ზე მეტ ქვეყანაში: მთელ ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.
ვაწარმოებთ IFS და BRC სტანდარტების შესაბამისად.
MERA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში შპს სმარტ პეტი.
