აქტუალური თემა
როგორ შევიქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენთვის და ოთხფეხა მეგობრებისთვის დღევანდელ პირობებში? გთავაზობთ ვეტერინარიის დოქტორის, ზაქრო ბაჯიაშვილის რეკომენდაციებს.
– როგორც ცნობილია, COVID 19 არემართებათ ძაღლებს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის სხვა შტამი ძაღლებში აქამდეც ხშირად ფიქსირდებოდა. რამდენად სიმართლეა ეს?
– მოგესალმებით! მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟია შექმნილი და ეს გასაკვირი არცაა, რადგან ინტერნეტში საყოველთაოდ ხელმისაწვდომია ბევრი არასწორი ინფორმაციაც. ვეტერინარია და მედიცინა კორონა ვირუსებს დიდი ხანია იცნობს. რაც შეეხება ახალ კორონა ვირუსს, ამ ვირუსით ჩვენი შინაური ცხოველები არ ავადდებიან, ის მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ძაღლებში გვხვდება დაავადება კორონავირუსული ენტერიტის სახით, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში იქნა აღწერილი გერმანიაში. ამ დაავადებას წარმოშობს კორონავირუსების გვარის წარმომადგენელი, რნმ-შემცველი ვირუსი, რომელიც არცთუ იშვიათად გვხდება პრაქტიკაში. დაავადებას ახასიათებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც გამოიხატება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰემორაგიული (სისხლიანი) ანთებით. დაავადებას ითვისებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის და განსაკუთრებით ახალგაზრდა არაიმუნიზებული, ანუ აუცრელი ცხოველები. დაავადებას ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა და საკმაოდ მაღალი ლეტალობა. აღნიშნული დაავადება არ წარმოადგენს ადამიანისთვის საფრთხეს. მის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დროულად ჩავუტაროთ ჩვენს ცხოველებს ყველა საჭირო პროფილაქტიკური ვეტერინარული სამუშაოები: დეჰელმენთიზაცია, ვაქცინაცია და ასე შემდეგ.
– როგორ შეიქმნან უსაფრთხო გარემო საკუთარიძაღლისსეირნობისას მობინადრეებმა,ვისაც ქალაქში, კორპუსებში უწევთ ცხოვრება?
– მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს აუცილებლად სჭირდებათ სუფთა ჰაერზე გასეირნება. უნდა ვეცადოთ, ჩვენი ცხოველებისთვის და ჩვენთვისაც შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ვეცადოთ, შევარჩიოთ უსაფრთხო დრო და ადგილი, მოვერიდოთ შეკრებებსა და თავყრილობებს, ვასეირნოთ ცხოველი სუფთა ჰაერზე და ისეთ ადგილებში, სადაც მაქსიმალურად მოვარიდებთ კონტაქტებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგადი რეკომენდაციების დაცვა, დავიცვათ დისტანცია და პირადი უსაფრთხოება, ყოველი გასეირნების შემდეგ კი საგულდაგულოდ გავწმინდოთ ცხოველი სპეციალური საშუალებებით.
– რამდენად მართებული და აუცილებელია, რომ ძაღლს სეირნობის შემდეგ გავუწმინდოთ თათები ქლორჰექსიდინის ხსნარით, რათა უნებლიედ ვირუსი ქუჩიდან სახლში არშემოიტანოს?
– აუცილებელია ყოველი გასეირნების შემდეგ ძაღლებს გავუწმინდოთ ბეწვი, დავბანოთ თათები. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ქლორჰექსიდინის ხნარი, ასევე სხვა სპეციალური საშუალებები, რაც რეკომენდებულია და არ გამოიწვევს ცხოველის კანისა და ბეწვის საფარველის დაზიანებას და გაღიზიანებას. გვახსოვდეს, რომ კანის და ბეწვის საფარველი წარმოადგენს ცხოველის დამცავ საშუალებას. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს მისი დაზიანება და გაღიზიანება, რაც შემდგომში ცუდად აისახება ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე!
– ხშირად ძაღლები სეირნობისას ყნოსავენ უცხო საგნებს, რამდენად სახიფათოაეს?
– მოგახსენებათ, ძაღლებს უყვართ უცხო ნივთების დაყნოსვა. ეს გამომდინარეა მათი სახეობრივი ქცევიდან, ისინი გარესამყაროს ყნოსვით შეიცნობენ, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათთვის. თუმცა, უცხო ნივთების ყნოსვა მეტად სახიფათოა, რადგან ამ დროს შეიძლება მოხდეს ცხოველის მოწამვლა და დაინფიცირებაც. ამიტომ უნდა მოვარიდოთ ძაღლები დაბინძურებულ და დანაგვიანებულ ადგილებში სეირნობას, რაც არცთუ იშვიათია ჩვენს ქალაქში.
– ზოგადად როგორ დავიცვათ თავი, რომ ცხოველმა არ მოგვიტანოს სახლში ვირუსი?
– ისევ და ისევ აუცილებელია, ცხოველი მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, მოვარიდოთ ასევე ქუჩაში გამვლელებს, ადამიანებს ავუხსნათ, რომ ძაღლის მოფერება არ შეიძლება, რადგან მოფერების დროს შეიძლება მოხდეს ცხოველის ბეწვის დაინფიცირება. ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ასევე უნდა მოვარიდოთ სხვა ცხოველებს, რადგან კონტაქტის დროს დაინფიცირებულმა ცხოველმა შეიძლება სხვა ცხოველი დააინფიციროს. აუცილებელია, გასეირნების დროს ცხოველის მეპატრონეებს ეკეთოთ ხელთათმანები და პირბადე. ასევე მნიშვნელოვანია თვალის ლორწოვანი გარსის დაცვა. გაიკეთონ მზის სათვალე. ყოველი გასეირნების შემდეგ აუცილებლად გავწმინდოთ ცხოველის ბეწვი, კანი, დრუნჩი და ვბანოთ თათები.
– აქვთ თუ არა შეღავათები კომენდანტის საათის დროს ძაღლის პატრონებს და თუ – არა, რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლიმი ჩვეულია საღამოს 10 საათის შემდგომ გასეირნებას, ფეკალიების და შარდისგან გათავისუფლებას?
– კომენდანტის საათი ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ძაღლების მეპატრონეებსაც და ამ მხრივ შეღავათი არ არსებობს. ეს მეტად მტკივნეულია მათთვის, ვისაც ძაღლი მიჩვეული ჰყავდა გვიან გაყვანას. ვეცადოთ, გადმოვწიოთ ძაღლის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დრო ანუ ბიოლოგიური საათი, შევარჩიოთ შეძლებისდაგვარად ოპტიმალური დრო. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, კვების დროის გადმოწევით, ანუ გვიან არ უნდა მივცეთ საკვები. მიჩვეულ დროს კვების გამოტოვება შეიძლება ცხოველისთვის თავიდან რთული იყოს, მაგრამ თანდათანობით შეეგუება.
– როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ საღამოს 9 საათის შემდეგ ძაღლი გაგვიხდა ცუდად?
– კომენდანტის საათთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, 21 საათიდან ყოველგვარი გადაადგილება იზღუდება ქუჩაში. გადაუდებელ შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112- ზე, პოლიცია დაგეხმარებათ, ცხოველი გადაიყვანოთ ვეტერინართან. მინდა მოვუწოდო ცხოველთა პატრონებს, ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ოთხფეხა მეგობრების მიმართ, რათა თავიდან აიცილონ მათი არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, დაიცვან მათი ჯანმრთელობა, არ კვებონ გაურკვეველი წარმოშობის საკვებით, მაქსიმალურად თავი მოარიდონ კონტაქტებს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ გარეთ. დარჩით სახლში!
– როგორც ვიცი, ამ ძნელბედობის ჟამს თქვენ ეხმარებით ძაღლის პატრონებს და სთავაზობთ უფასო კონსულტაციებს. გთხოვთ, მოგვცეთ თქვენი კოორდინატები.
– ჩემი ტელეფონია 599 231244. მისამართი: დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, მე-7 კორპუსი. მოგემსახურებით ყოველდღიურად, 11- 17 საათებში. აუცილებელია, კლინიკაში მოსვლამდე დარეკოთ წინასწარ, ცხოველს მოყვეს ერთი პატრონი პირბადით და ხელთათმანებით, დაიცვას დისტანცია, ფეხები გაიწმინდოს დეზობარიერზე, ხელები დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. დაუშვებელია ბავშვების მოყვანა! გმადლობთ!
Leave a comment