ბრენდის მისია: Botaniqa შეიქმნა ძაღლების მფლობელებისთვის, გრუმერებისა და ვეტერინარებისთვის. ჩვენ გთავაზობთ ძვირფას და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ ძაღლების მოვლის საშუალებებს. ვფიქრობთ, რომ ყველა ძაღლი იმსახურებს სათანადო გრუმინგს, რაც სასარგებლო და აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. 100 %-იანი ნატურალური ხილის ექსტრატებზე დამზადებული პროდუქციით, Botaniqa გთავაზობთ ფართო სპექტრს, რაც დღესდღეობით ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში. პროფესიონალურ სტანდარტებზე დაყრდნობით დამზადებული Botaniqa-ს სრული ხაზი სწრაფად გახდა გრუმერების არჩევანი. როცა თქვენს ძაღლს ესაჭიროება ხარისხიანი სპა საშუალებები, გვეკითხებიან ჩვენ. როგორც ძაღლების მფლობელებს და მოყვარულებს, გვინდოდა შეგვექმნა საუკეთესო მოვლის საშუალებები, რომლებიც შესაფერისი იქნებოდა ბეწვის სხვადასხვა ტიპისთვის. გარემოდან გამომდინარე, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი საჭიროებს ხშირ დასუფთავებას. ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროებისამებრ. ჩვენ შევქმენით რბილი მოვლის საშუალებები, რაც მშვენიერი გამოსავალია ძაღლის კანისა და ბეწვისთვის არა მარტო გასასუფთავებლად, არამედ მათი რეგენერაციისა და ბრწყინვისთვის. ჩვენ შევქმენით მაღალი ხარისხის ნატურალური და ოპტიმალური ღირებულების პროდუქცია. “შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე” (ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი).

Botaniqa-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში შპს სმარტ პეტი.